სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონი დღეს გაიმართა და მასში ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.

"2020 წლის 24 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 155 617 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.240 პროცენტით, მაქსიმალური 8.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.265 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში",-აღნიშნულია ინფორმაციაში.