გასული კვირის ბოლოს ბიტკოინის ფასი 18 ათას დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ორშაბათს რეკორდულ ნიშნულთან ახლოს ივაჭრებოდა.
მისი ფასის ზრდა განპირობებულია, მყიდველების ახალი ჯგუფის გამოჩენით, რომლებიც ეძებენ მოგების ნახვის საშუალებას - წერს The Wall Street Journal.
კრიპტოვალუტა გუშინ 18,580 დოლარად ივაჭრებოდა, ხოლო პარასკევს 18,965 დოლარად, რაც მცირედით ნაკლებია ისტორიულ მაქსიმუმზე 19,783 დოლარზე, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
მიმდინარე წელს ეს კრიპტოვალუტა 2,6-ჯერ გაიზარდა, მათ შორის, ბოლო თვეს თითქმის 50%-ით. ეს კი გამოიწვია ინტერესმა მილიარდერებიდან დაწყებული იმპულსური ინევსტორებით დასრულებული.
თუმცა ისტორია გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა ბიტკოინის კოტირება. მიმდინარე წლის მარტში მისი ფასი 3,867 დოლარი იყო, რაც თავის მხრივ საერთო ნეგატივმა გამოიწვია, რომელიც COVID-19-ს მოჰყვა.