ტემპერატურის ცვლილების გამო, 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.
„დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია. ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.