ნავთობის ფასები უკვე მეხუთე დღეა იზრდება.
ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასმა ბარელზე 45,39 დოლარს გადააჭარბა. ამასთან, გაძვირდა Brent-ის ტიპის საწვავი და თებერვლის ფიუჩერსებზე ბარელის ღირებულებამ 48,33 დოლარი შეადგინა.
საწვავზე ასეთი ფასები 2020 წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ბოლო 5 დღის განმავლობაში კი WTI-ის ტიპის საწვავი 8,3%-ით გაძვირდა, Brent-ის ტიპის საწვავზე ფასმა კი 9,2%-ით მოიმატა.
ნავთობის ფასის ზრდა მას შემდეგ დაწყო, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია გაჩნდა. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია შესაძლოა, წლის ბოლომდე დაიწყოს, ბაზრები გამოაცოცხლა. გაიზარდა ოპტიმიზმი და რისკიან აქტივებზე მოთხოვნა, რასაც შედეგად, ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა.