ნავთობის ფასები უკვე მეხუთე დღეა იზრდება.
ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასმა ბარელზე 45,39 დოლარს გადააჭარბა. ამასთან, გაძვირდა Brent-ის ტიპის საწვავი და თებერვლის ფიუჩერსებზე ბარელის ღირებულებამ 48,33 დოლარი შეადგინა.
საწვავზე ასეთი ფასები 2020 წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ბოლო 5 დღის განმავლობაში კი WTI-ის ტიპის საწვავი 8,3%-ით გაძვირდა, Brent-ის ტიპის საწვავზე ფასმა კი 9,2%-ით მოიმატა.
ნავთობის ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია გაჩნდა. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია შესაძლოა, წლის ბოლომდე დაიწყოს, ბაზრები გამოაცოცხლა. გაიზარდა ოპტიმიზმი და რისკიან აქტივებზე მოთხოვნა, რასაც შედეგად, ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა.
რაც შეეხება საქართველოში საწვავის ფასს, დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია:
„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.39 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.29 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი - 2.19; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.49 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.39 და 2.33 ლარია.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.24 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი - 2.39 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.38 და 2.19 ლარი ღირს; „ეკო სუპერის “ ფასმა კი 2.48 ლარი შეადგინა.
დღეის მდგომარეობით „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.28 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.10 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.27 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.45 ლარია.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.31 ლარია; „რეგულარი“ – 2.16; სუპერი - 2.46; ევრო-დიზელი კი 2.29 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.17 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევრო დიზელის“ ფასი - 2.39 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2.33 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ - 2.39 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.19 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.49 ლარი ღირს.