ეროვნული ბანკი - ოქტომბერში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 427.12 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 427.12 მლნ ლარით შემცირდა და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

„2020 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.63 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.44 პროცენტია",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.