დავაკვირდებით პროცესს და მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად და შესაფერისად აღნიშვნა შეძლონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.
„გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვითვალისწინებთ ზიანს, რაც ადამიანის ჯანმართელობას კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად შეიძლება მიადგეს, ასევე ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვითვალისწინებთ, როდესაც ყველა ახალ წელსა და შობას ველოდებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბიზნესის აქტიურ ფაზას ვითვალისწინებთ, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენ მიზანი არ არის, იმგვარი და იმ ვადით შეზღუდვები მოხდეს, რომ ყველა ეს კომპონენტი ზარალში მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით პროცესს იმ პერიოდის შემდეგ, რაც შეზღუდვებს დავაწესებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ, თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა.