"გასინჯეთ წითელი ღვინო საქართველოდან" - რას წერს "ნიუ იორკ თაიმსი" ქართული ღვინის შესახებ

"ნიუ იორკ თა­იმ­სი" ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, Lost Eden-ის შე­სა­ხებ წერს და მკი­თხველს მისი და­გე­მოვ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი გან­მარ­ტავს, რომ Lost Eden - ეს არის წი­თე­ლი ღვი­ნო, ქვევრში და­ვარ­გე­ბუ­ლი ბლენ­დი (სხვა­დას­ხვა წი­თე­ლი ღვი­ნის შე­ზა­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ღვი­ნო), მუქი და მი­წის­ფე­რი ტო­ნე­ბით, რო­მე­ლიც აშშ-ია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ და ამ მო­საზ­რე­ბას ღვი­ნის ტრა­დი­ცი­ის 8 000 წლი­ა­ნი ის­ტო­რია უმაგ­რებს ზურგს.

ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ აღ­მო­ჩე­ნაა, ვი­ნა­ი­დან ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო ღვი­ნის ას­პა­რეზ­ზე მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. დღეს კი ქარ­თუ­ლი წი­თე­ლი ბლენ­დი სა­ხელ­წო­დე­ბით Lost Eden, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია მეღ­ვი­ნე­თა მე­თერ­თმე­ტე თა­ო­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარტნი­ო­რო­ბით, აშშ-ში გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ბლენდში დო­მი­ნი­რებს სა­ფე­რა­ვი, ქარ­თუ­ლი წი­თე­ლი tenturier-ის კა­ტე­გო­რი­ის ყუ­რძე­ნი, რომ­ლის შიგ­თავ­სიც კა­ნის მსგავ­სად წი­თე­ლია (უმე­ტე­სო­ბა წი­თე­ლი ყუ­რძნის შიგ­თავ­სი ღია ფე­რი­საა).

ღვი­ნო მუქი და მი­წის ფე­რის ტო­ნე­ბის შემ­ცვე­ლია და მას ვე­ლუ­რი კენკრის არო­მა­ტი აქვს. ბლენ­დის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი და­ვარ­გე­ბუ­ლია ქვევრში - თი­ხის­გან დამ­ზა­დე­ბულ ჭურ­ჭელ­ში, რო­მე­ლიც UNESCO-ს მიერ არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ღვი­ნო იყი­დე­ბა უჩ­ვე­უ­ლო, არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მის ჭურ­ჭლით, რო­მე­ლიც ვა­ზის მო­ტი­ვე­ბი­თაა შექ­მნი­ლი", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

წყარო: ambebi.ge