ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონი დღეს შედგა.
„2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.