რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბა წარ­მო­ად­გენს დე ფაქ­ტო ანექ­სი­ი­სა­კენ გა­დად­გმულ მო­რიგ უკა­ნო­ნო ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში ეტა­პობ­რი­ვად ინ­ტეგ­რა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ პროგ­რა­მის შემ­დეგ შე­საძ­ლოა, პირ­ველ ნა­ბი­ჯად იქ­ცეს იმ შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აფხა­ზეთ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა არ შე­უძ­ლია პირს, ვინც ე.წ. აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე არ არის.

ამ შე­ზღუდ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჯი­უ­ტად ცდი­ლო­ბენ აფხა­ზეთ­ში სახ­ლე­ბის თუ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის შე­ძე­ნას, ეს ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბის და­კე­ტი­ლი სახ­ლე­ბი, ანაც აფხა­ზე­ბის მიერ მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბაა, რომ­ლის სარ­ფი­ა­ნად გა­ყიდ­ვა­საც ცდი­ლო­ბენ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც რუ­სე­ბი დევ­ნი­ლო­ბა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ მე­პატ­რო­ნე­ებს უკავ­შირ­დე­ბი­ან და აფხა­ზეთ­ში მათი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვას სთა­ვა­ზო­ბენ, რა­საც დიდ­წი­ლად ქარ­თვე­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი აფხა­ზე­ბის დახ­მა­რე­ბით აკე­თე­ბენ.

ხმა­უ­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ბოლო ხანს საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­ი­მარ­თა, რო­დე­საც უკვე შე­ძე­ნილ ქო­ნე­ბა­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს აღარ უშ­ვე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუ­მის ე.წ. სა­სა­მარ­თლო­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის იუ­ლია ტე­ტე­რი­ნას "პრო­ცე­სი" გა­ი­მარ­თა, სა­დაც მისი უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი სახ­ლის ბედი წყდე­ბო­და, რო­მელ­შიც მან თან­ხა გა­და­ი­ხა­და, მაგ­რამ მას­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

ასევე დაგაინტერესებთ 11:24 / 20-11-2020"ქართული მხარე რკინიგზის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს, თუ სანაცვლოდ აფხაზეთში დევნილების ნაწილი მაინც დაბრუნდება" - რას გულისხმობს ფაშინიანის განცხადება?"რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თაც აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვთ და უკა­ნო­ნოდ ყი­დუ­ლო­ბენ უძ­რავ ქო­ნე­ბას, ხში­რად რჩე­ბი­ან შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბის და მას­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხის გა­რე­შე. ისე, რო­გორც ეს იუ­ლია ტე­ტე­რი­ნას შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. მისი სახ­ლის საქ­მე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და. აფხა­ზეთ­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ზღვის მოყ­ვა­რუ­ლებს მა­ინც წას­ცდე­ბათ ხელი, კა­ნონ­დარ­ღვე­ვით შე­ი­ძი­ნონ სახ­ლე­ბი ზღვის­პი­რას. ისი­ნი ყი­დუ­ლო­ბენ სახ­ლებს, იმ აფხა­ზებს უფორ­მე­ბენ, რო­მელ­თაც ენ­დო­ბი­ან, სა­ბო­ლო­ოდ კი, ისი­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და თან­ხის გა­რე­შე რჩე­ბი­ან..." - ვკი­თხუ­ლობთ აფხა­ზურ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

ე.წ. კლი­ენ­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სი­ტყვი­ე­რად თან­ხმდე­ბი­ან, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კი ვერ დგე­ბა. აფხა­ზე­ბი მათ ეუბ­ნე­ბი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ ენ­დონ, რომ ისი­ნი "მე­სა­კუთ­რე­ე­ბი არი­ან", თუმ­ცა, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა ნა­ყი­დი ქო­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა "სა­სა­მარ­თლოს ძა­ლი­თაც” კი შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, რად­გან ქო­ნე­ბის პატ­რონ­ნი დიდ­წი­ლად არ არი­ან ის აფხა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქო­ნე­ბას ყი­დი­ან.

2009 წელს იუ­ლია ტე­ტე­რი­ნა და მისი მე­უღ­ლე ჩა­ვიდ­ნენ აფხა­ზეთ­ში. სო­ხუ­მის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე სახ­ლი იყი­დე­ბო­და, მათ სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს, და­ვიდ კვი­ცი­ნი­ას 1 მი­ლი­ონ 700 ათა­სი რუბ­ლი გა­და­უ­ხა­დეს. გა­რი­გე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, თუმ­ცა, მათ შე­ი­ძი­ნეს ავე­ჯი და და­ი­წყეს ცხოვ­რე­ბა.

"რე­ა­ლუ­რად, სახ­ლის მე­სა­კუთ­რედ და­ვით კვი­ცი­ნია იყო. 6 წლის შემ­დეგ, მან ტე­ტე­რი­ნებს უთხრა, სახ­ლი ვინ­მე, მათ­თვის სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნის­თვის გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნათ, რად­გან აღარ სურ­და მის სა­ხელ­ზე ყო­ფი­ლი­ყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მან უკვე გა­ყი­და...

ერთი სი­ტყვით, ტე­ტე­რი­ნა მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ოლგა ბრი­უ­ხა­ნო­ვას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რობ­და. მან, კვი­ცი­ნი­ამ და ბრი­უ­ხა­ნო­ვამ ნო­ტა­რი­უს­ში გა­ა­ფორ­მეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ქო­ნე­ბა ფიქ­ტი­უ­რად ბრი­უ­ხა­ნო­ვას სა­ხელ­ზე გა­ფორმ­და. შემ­დგომ ტე­ტე­რი­ნა­სა და ბრი­უ­ხა­ნო­ვას შო­რის საქ­მე ჩა­იხ­ლარ­თა, სა­ბო­ლო­ოდ, ისე მოხ­და, რომ სა­სამ­რთლომ სახ­ლი სწო­რედ ბრი­უ­ხა­ნო­ვას მი­ა­კუთ­ვნა. არა­ერ­თი მსგავ­სი ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მა­ინც რის­კა­ვენ აფხა­ზეთ­ში, ქარ­თვე­ლე­ბის და­კე­ტი­ლი ან სუ­ლაც აფხა­ზე­ბის მიერ მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ყიდ­ვას.

აფხა­ზე­ბის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. მთავ­რო­ბა რო­გორ­მე აი­ძუ­ლონ, რომ მან უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვა და­ა­კა­ნო­ნოს.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი abkhaz-auto.ru-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის ქვეშ წე­რენ, "რე­გი­ონ­ში სახ­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად რუ­სე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ინ­დო­ბენ, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, რუ­სუ­ლი მე­დია მა­ინც წერს, რომ აფხა­ზე­ბი რუ­სებს სახ­ლებს არ­თმე­ვენ”. განაგრძეთ წაკითხვა