„საქართველოს რკინიგზა“ საგარეუბნო მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

„საქართველოს რკინიგზა“ საგარეუბნო მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, ცვლილება ხაშური-ზესტაფონის მიმართულებას ეხება.

კერძოდ, ხაშურიდან ზესტაფონის მიმათულებით მატარებლელი გავა 07:20 საათზე, ხოლო ზესტაფონში იქნება 09:53 საათზე. ასევე, ამავე მიმართულებით მატარებელი გავა 14:20 საათზე და ზესტაფონში იქნება 16:40 საათზე.

რაც შეეხება ზესტაფონიდან ხაშურის მიმართულებით მატარებლებს, ისინი გამოვლენ 11:30 საათსა და 18:25 საათზე. შესაბამისად, მატარებლები ხაშურში იქნებიან 13:47 საათზე და 20:44 საათზე.