კომპანია “უოლტ დისნეიში“ აცხადებენ, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში 32 000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, შემცირება პირველ ეტაპზე კომპანიის თემატური პარკების თანამშრომლებს შეეხება.
“უოლტ დისნეიმ“, რომელიც პანდემიისგან გამოწვეული მომხარებლების შემცირების პრობლემასთან გამკლავებას ცდილობს, სექტემბერში დააანონსა, რომ 28 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავდა.
ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულია პარიზის „დისნეილენდი“, ასევე სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე პარკი. რაც შეეხება კომპანიის პარკებს შანხაიში, ჰონგ-კონგსა და ტოკიოში, ისინი ამჟამად ღიაა.