იაპონელებს მთავრობა ელექტრომობილების შესაძენად ფულს გადაუხდის

იაპონიის ხელისუფლება აპირებს ორჯერ მეტი გადაუხადოს იმ მოქალაქეებს, ვინც ელექტრომობილს შეიძენს. ამის შესახებ NHK World Japan წერს.

ამ დროისთვის ხელისუფელბა 400 ათას იენს (3,8 ათას დოლარს) უხდის ელექტრომობილების მყიდველებს და ახალი გეგმის თანახმად ამ თანხას გააორმაგებს 7,6 ათას დოლარამდე, თუ ამავდროულად მყიდველი ელექტრომობილის აკუმულატორების დამუხტვისთვის გამოიყენებს განახლებადი წყაროდან მიღებულ დენს - მაგალითად, სახლებზე ან ოფისებში დამონტაჟებული მზის პანელებიდან.

როგორც გამოცემა წერს, დღეისათვის იაპონიაში განახლებადი ენერგია კერძო სახლებში იმდენივე ღირს, რამდენიც ტრადიციული ან მცირედით ძვირი. ეს ახალი მასტიმულირებელი პაკეტი კი სწორედ ამ მიმართულების წახალისებისთვისაა შემუშავებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანაში დაახლოებით 20 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა.

კოკა კვირკველია