იტალია ევროკავშირს ვალების პატიებას სთხოვს

იტალიის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა ევროკავშირს პანდემიის დროს დაგროვილი სახელმწიფო ვალი აპატიონ - წერს Bloomberg-ი. აღნიშნული ინიციატივით ევროპის ცენტრალურ ბანკს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რიკარდო ფრაკარომ მიმართა.

მისი თქმით, ევროპის ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს უნდა იყოს მიმართული ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რაც შეუძლებელია ვალის აღების გარეშე.

გადაწყვეტილების სახედ კი შეიძლება გამოაცხადონ მარეგულირებლის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვის ანულირება ან ვალის დაფარვის ვადების მრავალჯერადი გადავადება.

გაზაფხულზე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა აამოქმედა 737 მილიარდ ევროიანი მდგომარეობის შემამსუბუქელი მასშტაბური პროგრამა, რომლის ფარგლებში მეორად ბაზარზე (ძირითადად ბანკებისგან) შეიძინა სახელმწიფო, კორპორატიული და იპოთეკური ობლიგაციები, რითაც თავის მხრივ, საბანკო სექტორს დამატებითი ლიკვიდურობა შესთავაზა. ივნისში პროგრამა გაფართოვდა 1,35 ტრილიონ ევრომდე.

იტალია აღმოჩნდა ერთ-ერთ ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ. მის დაწყებამდეც კი რომისთვის არაერთხელ წაუყენებია პრეტენზიები ბრიუსელს ბიუჯეტში ძალიან დიდი დეფიციტისა და გაზრდილი სახელმწფიო ვალის გამო, რომელიც აღემატებოდა ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმატივებს.

ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელძღვანელი კრისტინ ლაგარდი სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს ფრაკაროს მოწოდებას. იქ არაერთხელ უთქვამთ, რომ მსგავს ნაბიჯზე არ წავიდოდნენ, ვინაიდან ეს გამოიწვევდა ევრობანკის კანონდებლობის დარღვევას, რომელიც კრძალავს წევრი ქვეყნების ბიუჯეტების დაფინანსებას პირდაპირი ემისიების გზით.

კოკა კვირკველია