დაწესებულებები, რომელსაც შაბათიდან არანაირი შეზღუდვა არ შეეხება

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ობიექტი იხურება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმედღიანი კონსულტაციების შედეგად მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. თუმცა, არის რიგი ობიექტები, რომლებსაც შეზღუდვა არ შეეხება. კერძოდ, პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვების გარეშე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ:

  • აგრარული ბაზრობები და ბაზრები;
  • სურსათის მაღაზიები;
  • ზოომაღაზიები;
  • ჰიგიენის საშუალების მაღაზიები;
  • აფთიაქები;
  • ბანკები;
  • სილამაზის სალონები;
  • ყველა სახის სამრეწველო წარმოებები
  • მშენებლობები,
  • ყველა სახის სისტემური ორგანიზაციები, როგორიცაა წყლის დენის, გაზის მომარაგება;
  • სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისები

თუმცა, გახარიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შეზღუდვების გარეშე საქმიანობა შეეხება მხოლოდ საცალო ვაჭრობას.

თაია არდოტელი