მთავრობა 3 იანვრიდან 15 იანვრამდე ქვეყანაში დასვენების დღეებს აცხადებს

მთავრობა 3 იანვრიდან 15 იანვრამდე ქვეყანაში დასვენების დღეებს აცხადებს. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობას დაეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში.

შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი ბლოკი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ რაოდენობას მივცეთ საშუალება, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ და მათი მობილობა არ იყოს ჩაკეტილი დღეებში და მათ შეეძლოთ გადაადგილება, დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით,“-აღნიშნა გახარიამ.

თაია არდოტელი