მოლებში, მაღაზიებსა და ბაზრობებზე დასაქმებულებს სესხის გადავადება შეეძლებათ

მაღაზიებში, მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს, ეს შეზღუდვა არის ძირითადად 4-5 კვირა, ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდზე. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, რომლებსაც ყავთ დასაქმებული ეს ადამიანები. ამასთან, ამ 300 ლარის გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, მიზნობრივად მივეხმარებით სესხის გადავადებაში,“-აღნიშნა გახარიამ.

თაია არდოტელი