ეს გეგმა გახლავთ დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება, ამიტომ გახლდათ ეს გეგმა გუშინ ასე წვდომადი ინტერნეტრესურსებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დამატებითი შეზღუდვების გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2 - თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, არამედ უნდა შემცირდეს ყოველდღიური გავრცელება. როგორც პრემიერი განმარტავს, მნიშვნელოვანია ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ეკონომიკას.
„ჩვენს არსენალში არის რამდენიმე ინსტუმენტი და ეს ინსტუმენტები ყველას კარგად გვესმის რაც არის, ეს გახლავთ პირველ რიგში სრული „ლოკდაუნი“, მეორე ოფცია გახლავთ, რომ არაფერს ვაკეთებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე როგორც დღეს ვცხოვრობთ და მესამე ოფიციაა უფრო ეფექტური წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება. წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე როცა ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავე დროს მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით. რა არის აქ პრინციპული და სისტემური სხვაობა პირველ ტალღასთან შედარებით - როცა პირველი ტალღის შეზღუდვები დავაწესეთ, მაშინ არავის მსოფლიოში წარმოდგენა არ ჰქონდა ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ჩვენ დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის 2 თვიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღებით და ღონისძიებებით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს გეგმა გახლავთ დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება, ამიტომ გახლდათ ეს გეგმა გუშინ ასე წვდომადი ინტერნეტრესურსებში, როცა უბრალოდ ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა როგორც ბიზნესი, ასევე ექიმები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო მრჩევლებიც მათ შორის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ 2 თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე. ეს ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ ორთვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, რამაც თავის მხრივ ეფექტურად და ბუნებრივად უნდა შეამცრიოს ტრაგიკული და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. ეს არის ამ გეგმის ძრითადი მიზანი“, - განაცხადა გახარიამ.