საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტაქსებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება. ამის შესახებ გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ტაქსებთან მიმართებით არანაირი სპეციფიური შეზღუდვა, გარდა პირბადის ტარების, რაოდენობის შეზღუდვების, არ წესდება“,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.