ერთჯერადი 300 - ლარიანი დახმარება ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ეს არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შევასრულებთ, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, რთული იქნება ყველა ბენეფიციარამდე მისვლა, თუმცა წინა პერიოდში მიღებული კარგი გამოცდილება მათ ამაში დაეხმარება.
„იდენტიფიცირება, თითოეულ ბენეფიციარამდე მისვლა იქნება საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება წინა პერიოდის სოციალური დახმარების კარგი ბაზებით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უფრო მიზნობრივი და განსაზღვრული არის მაგალითად კონკრეტული დარგის წარმომადგენლებისთვის, ეს არ იქნება მარტივი და ამიტომ, გუშინ ბიზნესთან შეხვედრის დროს ვთხოვეთ კომპანიებს, რომ დაგვხმარებოდნენ ამაში. დღეს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ერთჯერადი 300 - ლარიანი დახმარება ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ეს არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე - ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შევასრულებთ”, - განაცხადა გახარიამ.