ნათია თურნავა - ჩვენი ამოცანაა, ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მობილობა შევამციროთ

ჩვენი ამოცანაა, ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შევამციროთ მობილობა, აქედან გამომდინარე არააუცილებელი გასვლები უნდა შეიზღუდოს და ადამიანი დარჩეს სახლში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ორგანიზაციებმა, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების ტრანსპორტირება.

„რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, როგორც თავის დროზე მოხდა, მე დარწმუნებული ვარ, ისინი შეძლებენ ისე ორგანიზებას, რომ უზრუნველყოფენ მსუბუქი ავტომობილებით თავისი თანამშრომლების შეგროვებას და გადაადგილებას. ყოველ შემთხვევაში, თავის დროზე ამას პრობლემა არ მოჰყოლია“, - განაცხადა თურნავამ.