ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.
როგორც მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს 2021 წლისათვის ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება და ასევე, ტურისტული სექტორისთვის 4-თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა.
მისივე თქმით, ბიუჯეტში ასახვას საჭიროებს სუბსიდირებისა და დახმარებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის დროული განხილვა და მიღება.