ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, დაწესებული შეზღუდვები საცხობებსა და საკონდიტროებს არ ეხება.
„საცხობები და საკონდიტროები არის კვების ობიექტები, რომლებიც რეალურად, გატანის სერვისზე მუშაობენ. შეიძენთ პროდუქტს და მიდიხართ, ადგილზე არ ხდება მომსახურება. აქედან გამომდინარე, ისინი ამ შეზღუდვებში არ შედიან“, -განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.