ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ჟანგბადის კონცენტრატორები შეიძინეს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, გუშინ, საქართველოს მასშტაბით 100 კონცენტრატორი გადანაწილდა.
„რაც მნიშვნელოვანია და დაგაინტერესებთ, არის შემდეგი: სასტუმროებში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ შევიძინეთ დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები. გუშინ საქართველოს მასშტაბით 100 კონცენტრატორი დარიგდა. პირველი დეკემბრისთვის ჩვენ ველოდებით დამატებით კიდევ 900 ჟანგბადის კონცენტრატორს, რაც ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ სასტუმროების ბაზაზე, ჩვენ შევძლოთ პაციენტების მეტად უკეთესი მართვა“,-განაცხადა ტიკარაძემ.