mihouse Gift Card – სასიამოვნო და სასარგებლო საჩუქარი!

რა ვაჩუქო? – კითხვაზე, რომელსაც ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს და პასუხს ვერ ვპოულობთ, ამიერავკასიაში სამშენებლო და სარემონტო მასალების უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ მარტივ გამოსავალს – „მიჰაუსის სასაჩუქრე ბარათს“ გვთავაზობს.

ბარათის შეძენა შესაძლებელია უშუალოდ ჰიპერმარკეტის საინფორმაციოში და ასევე შეგიძლიათ ონლაინ – mihouse.ge-ზე – რაც საუკეთესო შესაძლებლობაა განსაკუთრებით ლოქდაუნის პერიოდში.

ამ ბარათით დასაჩუქრებული ადამიანი ნამდვილად შეძლებს სასურველი საჩუქრის მოძებნას მშენებლობისა და რემონტისთვის „მიჰაუსში“, სადაც 60 000 დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.

რამდენი შეგვიძლია დავრიცხოთ Gift Card–ზე?

სასაჩუქრე ბარათზე დასარიცხად მინიმალური თანმაა 25 ლარი, ხოლო მაქსიმუმი არ არსებობს – ნებისმიერი თანხის შეტანას შეძლებთ ძვირფასი ადამიანის გასახარებლად. თუმცა, აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ დასაჩუქრებული ადამიანი, რომ ბარათის მოქმედების ვადა 6 თვეს შეადგენს. როგორც წესი, ასეთი ბარათის მფლობელები სულმოუთქმელად მიაშურებენ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ ონლაინ მაღაზიას, მაგრამ ბარათის ვადიანობის შესახებ ინფორმაციის ცოდნა მაინც აუცილებელია.

როგორ დავხარჯო?

სასაჩუქრე ბარათზე ჩარიცხული თანხის გახარჯვა შესაძლებელია მასზე დარიცხული თანხის სრულ ამოწურვამდე, მისი ვადიანობის პერიოდში (თანხის ჩარიცხვიდან მომდევნო 6 თვის გამავლობაში).

მაშ ასე, გაახარეთ სასიამოვნო და სასარგებლო საჩუქრით ახლობლები!