საბერძნეთი საყოველთაო კარანტინს 7 დეკემბრამდე ახანგრძლივებს

საბერძნეთი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულ საყოველთაო კარანტინს 7 დეკემბრამდე ახანგრძლივებს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერმა სტელიოს პეცასმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კორონავირუსისგან დაცვის მიზნით არსებულ შეზღუდვებს ორშაბათამდე, 7 დეკემბრის 6:00 საათამდე ვახანგრძლივებთ “, - განაცხადა პეცასმა.

ცნობისათვის, საბერძნეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 97 288 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 1 902 ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საავადმყოფოები თითქმის მთელი დატვირთვით მუშაობენ.