თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, რა მასალა დააგოთ თქვენი ოთახების იატაკზე, აუცილებლად უნდა შეიხედოთ ამიერკავკასიაში სამშენებლო და სარემონტო მასალების უდიდესი ჰიპერმარკეტის „მიჰაუსის“ კატალოგში. აქ თქვენ ნახავთ მსოფლიოში სახელმოხვეჭილი ბრენდის AGT–ის effect elegance ხაზის ლამინატებს.
„მიჰაუსში“ ამ ბრენდის 2020 წლის კოლექციაა წარმოდგენილი. სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, AGT effect elegance ლამინატი საერთოდ არ უშინდება მოჭარბებულ ტენიანობას და სუპერ მყარი ზედაპირი მისი გამძლეობის გარანტიას იძლევა.
„მიჰაუსი“ აღნიშნული ბრენდის ლამინატების მთელ სპექტრს წარმოგიდგენთ ფერის, ფაქტურისა და ანარეკლის მიხედვით, რომლებსაც ძნელად თუ გაარჩევთ ნატურალური ხისგან.
და მთავარი:
AGT–ს გარანტია 15 წელს შეადგენს, ლამინატი მხოლოდ ეკოლოგიური და ნატურალური მასალებისგან შედგება, რომლებიც არ იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (მყარი მერქნის მქონე ხის შემცველობა 90%–ს შეადგენს), ამ მასალით დაგებული იატაკი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს!
AGT effect elegance–ს ლამინატების გამძლეობიდან გამომდინარე, მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე ფართებში იყენებენ.
ყველაზე პოპულარული, დღესდღეისობით, ლამინატი გახლავთ და ამიტომ „მიჰაუსში“ იატაკისთვის წარმოდგენილია უამრავი დასახელების, კლასისა და ხარისხის ლამინირებული საფარი.
AGT effect elegance ლამინატის შერჩევა და შეძენა „მიჰაუსის“ ონლაინ მაღაზიაშიც უპრობლემოდ შეგიძლიათ. აქ ჰიპერმარკეტის კონსულტანტები კვალიფიციურ რჩევებს მოგცემენ და დაგეხმარებიან სასურველი ლამინატის შერჩევაში. ეს იდეალური გამოსავალია, თუ ლამინატის შეძენა გეჩქარებათ და ქვეყანაში კი ლოქდაუნია გამოცხადებული.
რამდენიმე წინადადება Agt–ის ისტორიაზე
კომპანიის ისტორია 1984 წლიდან დაიწყო თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში. დღეს უკვე AGT მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა იატაკის საფარის, MDF, MF-MDF, პანელების, ასევე ავეჯისა და დეკორაციის სექტორში. კომპანიაში 900 სპეციალისტი მუშაობს და პროდუქცია ექსპორტზე 70–ზე მეტ ქვეყანაში გადის. ხარისხი და განვითარება კოპმანის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს. მისი მიზანია, ბაზრის წამყვანი მოთამაშე გახდეს არა მხოლოდ თურქეთში, არამედ გლობალური მასშტაბით.