2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ზოგიერთ საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა, ზოგიერთზე კი შემცირდა.
შინამეურნეობებისთვის გაძვირდა ავტოსესხი და ლომბარდული სესხი, იპოთეკური და სამომხმარებლო კი შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10,94% შეადგინა, (წინა თვეს საპროცენტო განაკვეთი 10.96% იყო).
24. 28%-იდან 25.46%-მდე გაძვირდა ავტოსესხზე საპროცენტო განაკვეთი. 20,09%-დან 20,21-მდე გაძვირდა ლომბარდული სესხი.
შემცირდა სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი, კერძოდ, თუ სექტემბერში სამომხმარებლო სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 20,97%-ს, ოქტომბერში 20,32%-მდე შემცირდა.