ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა 6-7%-ით შემცირდება - როდის დაუბრუნდება 2019 წლის დონეს მაჩვენებელი?

ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ველოდით. დაახლოებით 6-7%-ით.

ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე წერს.

„მომავალი წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე იყო დათვლილი, თუმცა ფინანსთა მინისტრმა უკვე ივარაუდა, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება. შესაბამისად, 2019 წლის დონეზე ჩვენი ეკონომიკა, ყველაზე კარგ შემთხვევაში 2022 წელს დაბრუნდება. ეს ყველაფერი რამდენ დაკარგულ სამუშაო ადგილს და რამდენ დაკარგულ მილიარდს ნიშნავს, ალბათ ვხვდებით.

გაზაფხულზე ჩვენ ფაქტობრივად, მსხვერპლად შევწირეთ ეკონომიკა და შედეგად არაფერი არ მივიღეთ. მივიღეთ მხოლოდ გაფლანგული და პოლიტიკური მიზნით დახარჯული სახელმწიფო ვალი. ახლანდელი შეზღუდვები შეიძლება ამ სიმძიმით არ დამდგარიყო “საწოლფონდი რომ ყოფილიყო მობილიზებული.” დავუშვათ, მართალი იყო გაზაფხულზე ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რატომ არ გამოიყენეს ეს თვეები ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად?! ფაქტია, რომ არ გაუკეთებიათ არაფერი, გარდა კორუფციული და არაეფექტიანი ლაბირინთული სქემებისა,“-აცხადებს კეპულაძე.

თაია არდოტელი