რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად მიღებული შეზღუდვების გამო მატარებლით სამგზავრო გადაყვანაც ჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს:

"2020 წლის 26 ნოემბრის #699 დადგენილების თანახმად, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში განახლდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები.

რაც შეეხებათ, იმ მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ დღეს დააბრუნოთ ბილეთები, რადგან ხვალიდან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.