გერმანიის კოალიციური მთავრობა კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევის მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტში 180 მილიარდი ევროს მოცულობის სახელმწიფო ვალის აღებაზე შეთანხმდა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა 17 საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
გამოცემა წერს, რომ ვალის მოცულობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შოლცის მიერ სექტემბერში წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით იყო გათვალისწინებული, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს 96.2 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი ვალი უნდა აეღო.
საერთო ჯამში, გერმანიის მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 498.62 მილიარდ ევროს შეადგენს.