კომპანია Facebook გეგმავს მიმოქცევაში ჩააუშვას კრიპტოვალუტა Libra და ეს მოხდება უკვე მომავალი წლის იანვარში. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
გაზეთის ცნობით, ჩაშვება მოხდება შეზღუდული ფორმატით. მანამდე კომპანია გეგმავდა კრიპტოვალუტის რამდენიმე ფორმის ჩაშვებას, ასევე მათგან „ციფრული კალათის“ შექმნას, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ კრიპტოვალუტას ჩაუშვებს მიმოქცევაში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დოლარით. Libra-ს ემისიის ზუსტი თარიღი დამოკიდებულია მის შეთანხმებასთან შვეიცარულ ფინანსურ მარეგულირებელთან.
შეგახსენებთ, კომპანიამ Facebook 2019 წლის ივნისში განაცხადა, რომ გამოუშვებდა საკუთარ ციფრულ ვალუტას. ახალი კრიპტოვალუტის ფუნქციონირება დაფუძნებული იქნება ბლოკჩეინ სისტემის მუშაობაზე - მონაცემთა დეცენტრალიზებულ ბაზაზე, რომელიც არ არის შეერთებული ცენტრალურ სერვერთან.