რუსული ვაქცინის შემქმნელები აცხადებენ, რომ ინდური ფარმაცევტული კომპანია „ჰეტერო“ , ყოველწლიურად, მათ მიერ შექმნილი ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის 100 მილიონი დოზას წარმოებას გეგმავს.
„ჰეტერომ“, ინდოეთის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება, მსოფლიოში კორონავირუსის პირველი რეგისტრირებული ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის, 100 დოზა აწარმოოს წელიწადში,“- აცხადებენ რუსეთის საინვესტიციო ფონდში.
მათივე ინფორმაციით, წარმოების დაწყება 2021 წლის დასაწყისში იგეგმება. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების შუალედურმა შედეგებმა „სპუტნიკ V“-ის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. მათივე ინფორმაციით, ვაქცინის 1 დოზის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 10 აშშ დოლარი იქნება.