2020 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი 1000-ზე მსხვილი კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. საქმე ეხება, შანტაჟის გზით კონფიდენციალური ინფორმაციის არგავრცელების სანაცვლოდ ფულის გამოძალვას. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nikkei წერს. მისმა სპეციალისტებმა ჩაატარეს შესაბამისი კვლევა მულტინაციონალურ კომპანიასთან Trend Micro, რომელიც დაკავებულია კიბერუსფრთხოებით.
ამ მონაცემებით, გასული წლიდან მოყოლებული მკვეთრად არის გაზრდილი კომპიუტერული თავდასხმების ვირუს-გამომძალველების საშუალებით. ისინი ახერხებენ მოიპოვონ წვდომა დახურულ ინფორმაციაზე, ახდნენ მათ ბლოკირებას და ამავდროულად იტაცებენ ინფორმაციას. ამის შემდეგ კომპანიას მისდის მოთხოვნა გამოსასყიდზე, თუ არადა წინააღმდეგ შემთხვევაში მოპარული მონაცემები გავრცელდება ქსელში, რაც მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მსგავსი თავდასხმის ობიექტები გამხდარან ისეთი კომპანიები როგორებიცაა: Toyota Motor და LG Electronics. ამასთან, კომპანიების უმეტესობა უარს ამბობს გამოსასყიდის გადახდაზე. თუმცა როგორც Nikkei წერს, არის მონაცემები, რომ გასულ 10 თვეში იაპონური კომპანიების 32%-მა არჩია გადაეხადათ გამომძალველებისთვის. საშუალოდ გამოსასყიდი თანხა კი შეადგენდა 1,17 მილიონ დოლარს.