ნებისმიერი მოგზაურისთვის და ტურისტისთვის “მადამ ტიუსოს“ ცვილის ფიგურების მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ყველაზე ძველი ფილიალი ლონდონში მდებარეობს. თუმცა, ბიზნესის ჭკვიანურად დაგეგმარებამ და დიდმა მოთხოვნამ საჭირო გახადა საინტერესო და სახალისო საგამოფენო სივრცე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გახსნილიყო.
მუზეუმი 1835 წელს, ცვილით მოქანდაკემ მარი ტიუსომ დააფუძნა.
მარი გროშოლცი
მარი გროშოლცი, მოგვიანებით მარი ტუსო 1761 წელს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში დაიბადა. დედა შვეიცარიის ქალაქ ბერნში ფილიპ კურციუსთან მუშაობდა, რომელიც ცვილის მოდელობაში გამოცდილი ექიმი იყო. ცვილის მოდელირების ხელოვნება ტუსოს სწორედ კურტიუსმა ასწავლა.
გროშოლცმა პირველი ცვილის ქანდაკება 1777 წელს შექმნა. 17 წლის ასაკში ტუსო ვერსალის სასახლეში საფრანგეთის მეფის, ლუი XVI- ის დის, ქალბატონ ელისაბედის სამხატვრო დამრიგებელი გახდა. საფრანგეთის რევოლუციის დროს, იგი სამი თვით პატიმრობაში იმყოფებოდა და სიკვდილით დასჯის მოლოდინში იყო, მაგრამ გავლენიანი მეგობრის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.
1794 წელს კურციუსის გარდაცვალების შემდეგ გროშოლცმა მემკვიდრეობით ცვილის მოდელების უზარმაზარი კოლექცია მიიღო. მომდევნო 33 წლის განმავლობაში ახალგაზრდა მარიმ კოლექციის პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში იმოგზაურა. 1795 წელს იგი ფრანსუა ტიუსოზე დაქორწინდა და მისი გვარი მიიღო.
1831 წელს მარი ტიუსომ "ბეიკერის ქუჩის ბაზრის" ზედა სართულზე მოკლევადიანი იჯარით მცირე ზომის ფართი აიღო. 1836 წელს სწორედ ეს ფართი გახდა “მადამ ტიუსოს“ მუდმივი სახლი და თავშესაფარი.
ლონდონის “ბეიკერ სტრიტზე“ გახსნილი მუზეუმი მარი ტიუსოს წარმატების სიმბოლო გახდა. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა საშინელებათა პალატა იყო. გამოფენის ამ ნაწილში შედიოდნენ საფრანგეთის რევოლუციის მსხვერპლნი და მკვლელები. მარი ტიუსოს მიერ შექმნილი ზოგიერთი ქანდაკება დღესაც არსებობს.
გალერეა თავდაპირველად დაახლოებით 400 სხვადასხვა ფიგურას შეიცავდა, მაგრამ 1925 წელს გაჩენილმა ხანძარმა ძველი ასეთი მოდელების უმეტესობა ძლიერ დააზიანა.
ცვილის ბიზნესის ახალი სიცოცხლე
1883 წლისთვის “ბეიკერ სტრიტის“ პატარა ფართი და გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა დამთვალიერებლების რაოდენობის გაზრდის საშუალებას არ იძლეოდა. სწორედ ამ ფაქტმა აიძულა ტიუსოს შვილიშვილი ჯოზეფ რანდალი, გაფართოებაზე ეფიქრა.
1884 წლის 14 ივლისს მერილებონის ქუჩაზე ახალი საგამოფენო გალერეა გაიხსნა და დიდ წარმატებასაც მიაღწია.
1888 წელს რანდალმა ახალი კაპიტალის მოსაზიდად შპს შექმნა მაგრამ, აქციების მფლობელ ოჯახის წევრებს შორის მომხდარი უთანხმოების გამო, კომპანია იშლებოდა. 1889 წლის თებერვალში Tussaud's ბიზნესმენთა ჯგუფში გაიყიდა, რომელსაც ედვინ ჯოსია პოიზერი ხელმძღვანელობდა.
საკუთრების ცვლილებები
2005 წელს “მადამ ტიუსო“ 1.5 მილიარდ დოლარად დუბაის საერთაშორისო კაპიტალის მქონე კომპანიამ შეიძინა.
2007 წლის მაისში “Tussauds Group“ 1,9 მილიარდი დოლარი ღირდა. ტუსოს შეძენის შემდეგ, დუბაის საერთაშორისო კაპიტალმა Merlin Entertainment– ის 20% მიიღო. “ტუსოს ჯგუფმა“, როგორც ცალკეულმა ორგანიზაციამ, არსებობა შეწყვიტა.
2007 წლის 17 ივლისიდან “მადამ ტიუსოს“ Merlin Entertainment მართავს.
“მადამ ტიუსო“ მსოფლიოს ყველაზე მომგებიანი საგამოფენო სივრცე ხდება
“მადამ ტიუსოს“ ცვილის მუზეუმი ლონდონში მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. 2010 წლამდე იგი აერთიანებდა ლონდონის პლანეტარიუმს მის დასავლეთ ფრთაში. ტუსოს ცვილის ფიგურებში შედის ისტორიული და სამეფო ფიგურები, კინოვარსკვლავები, სპორტული ვარსკვლავები და ცნობილი მკვლელები.
2016 წლის იანვარში, ლონდონის მუზეუმში, საშინელებათა პალატის განყოფილებიდან ადოლფ ჰიტლერის ქანდაკება ამოიღეს.
პირველი მადამ ტიუსო ინდოეთში, ახალ დელიში 2017 წლის 1 დეკემბერს გაიხსნა. Merlin Entertainments– მა მუზეუმების გავითარებისთვის შემდეგი 10 წლის განმავლობაში 50 მილიონი ფუნტის ინვესტიცია გაიღო.
“მადამ ტიუსოს“ მუზეუმები მთელს მსოფლიოში მდებარეობს. მხოლოდ ჩინეთში ოთხი ფილიალია გახსნილი, მათ შორის უკვე ცობილ ვუჰანში. ჰონგ-კონგში, ინდოეთში, იაპონია, ტოკიო, სინგაპური, ტაილანდი, დუბაი, ნიდერლანდები, ბერლინი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ლონდონი, ჩეხეთი, ვენა, ავსტრალია. აშშ-ში კი მადამ ტუსოს 7 ფილიალია გახსნილი.
Merlin Entertainments
მადამ ტუსოს მფლობელი კომპანია Merlin Entertainments 21 წლის წინ, 1998 წელს დაარსდა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანია პირველად 2013 წლის მოხვდა. იგი ფლობს მსოფლიოს ყველაზე დიდ გასართობ პარკებს, Legoland-ს, Tussauds Group-ს, მილიონიანი მოგების მქონე თემატურ პარკებს აშშ-ში.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია 58 წლის მილიონერი ნიკ უორნეი.