ფული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი და სასურველი კომპონენტია.
სახელმწიფოს მმართველობის დღევანდელი სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ ფინანსური მხარე ადამიანის ცხოვრების ხარისხის მთავარი თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ნამდვილად არის.
გთავაზობთ საინტერესო დეტალებს კუპიურების შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:
- სინამდვილეში ქაღალდის კუპიურა არ არის ქაღალდი. ფული, რომელსაც თქვენ მოიხმართ, ქსოვილზეა დაბეჭდილი, რომლის წარმოებაც სპეციალურ ტექნიკას მოითხოვს და არც თუ ისე ადვილია.
- სერიული ნომრები, რომლებიც კუპიურაზეა განთავსებული, მხოლოდ ციფრები არ არის. ასოები ალფანუმერული კოდის ნაწილია.
- ფულისთვის გამოყენებული მელანი არის ძალიან მაღალტექნოლოგიური. მას აქვს ფერის შეცვლის და მაგნიტური თვისებები. მელანის თვისებები კუპიურას გაყალბებისგან იცავს. მსგავსი სტრუქტურის მელნის წარმოება ძალიან რთულია.
- აშშ – ში, ზარაფხანა წუნდებულ მონეტებს ასახიჩრებს.
- ბანკნოტზე განთავსებული ფერადი “ლენტი“ ათასობით მიკრო ლინზას შეიცავს. მათი დანახვა სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით არის შესაძლებელი.
- აშშ-ში გამოშვებული პირველი ცენტი 100%-ით სპილენძი იყო, ხოლო დღევანდელ “ხურდებში“ 95 პროცენტია თუთია, სპილენძის საფარით.
- აშშ – ს ბანკნოტები შვეიცარიის სუპერ ორლოფის სტამბაში მზადდება. აშშ – ის ბანკნოტებზე დატანილია საუკეთესო ხარისხის გრავიურა, მას დღეს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
- თითოეულ ფერს კუპირაზე საკუთარი ფიზიკური მახასიათებელი და დატვირთვა აქვს. მაგალითად - მწვანე, მოლურჯო, მოცისფრო ფერი გაცვეთის მიმართ ყველაზე მდგრადია.
- ანტარქტიდაში ბანკომატის აპარატები დგას. მართალია, ბანკომატის დანახვა არავის უკვირს, მაგრამ საოცარია ის ფაქტი, რომ კომპანიამ Wells Fargo, ორი აპარატის დადგმის გადაწყვეტილება სწორედ უკაცრიელ ანტარქტიდაზე მიიღო. ამ ფაქტმა კომპანიის იმიჯი საგრძობლად გააუმჯობესა.
- მეზღვაურები რკინის ფულისგან ახლობელი ადამიანებისთვის ბეჭდებს აკეთებდნენ. პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი იყო. ყოველ დღე, გარკვეული ხნით, რკინის ფულს შუაში ფეხსაცმლის ქუსლს ურტყამდნენ, რაც შიგთავსის დასუსტებას იწვევდა.