დღეიდან, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს.
გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
თუმცა, არის რიგი ობიექტები, რომლებსაც შეზღუდვა არ შეეხება. კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვების გარეშე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ:
- აგრარული ბაზრობები და ბაზრები;
- სურსათის მაღაზიები;
- ზოომაღაზიები;
- საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის საშუალების მაღაზიები;
- აფთიაქები;
- ბანკები და საფინანსო დაწესებულებები;
- სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
- ყველა სახის სამრეწველო წარმოებები;
- მშენებლობები,
- ყველა სახის სისტემური ორგანიზაციები, როგორიცაა წყლის დენის, გაზის მომარაგება;
- სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისები;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისები;
- პრესის ჯიხურები;
- დელივერისა და გატანის სერვისის კომპანიები.