მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ-19-ით 62 004 949 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 42 798 107 ადამიანი, 1 449 308 პაციენტი კი- გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 17 757 534 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.