ოქროს ფასი პარასკევს კლებას განაგრძობდა და სავაჭრო კვირა სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნით დაასრულა.
ოქროს დეკემბრის ფიუჩერსებზე ფასი 1,7%-ით შემცირდა 1 775,6 დოლარამდე უნციაზე. მეტნაკლებად აქტიური თებერვლის ფიუჩერსებზე კი 1,6%-ით 1 781,5 დოლარამდე უნციაზე. მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ოქროს ფასი 4%-ით არის შემცირებული, ეს კი ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 25 სექტემბრის შემდეგ.
რაც შეეხება ვერცხლს, დეკემბრის ფიუჩერსები 4,4%-ით გაიაფდა და უნციაზე 22,35 დოლარი შეადგინა. მარტის ფიუჩერსებზე კი 4,3%-ით 22,45 დოლარამდე უნციაზე. ამ კვირას ვერცხლი 7%-ით არის გაიაფებული, ამასთან, ვერცხლზე ფასის კლება უკვე ზედიზედ მესამე კვირაა გრძელდება.
ოქროსა და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობა პარასკევს ჩვეულებრივზე უფრო ადრე დასრულდა, პანდემიის გამო შემცირებული სამუშაო დღის გამო.