მთავრობა იანვარში დამატებით რამდენიმე დღეს - უქმე დღეებად აცხადებს

მთავრობა დამატებით რამდენიმე უქმე დღეს აცხადებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. გადაწყვეტილება დადგენილების სახით უკვე გამოქვეყნდა.

როგორც დადგენილებით ირკვევა, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე, ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდება.

პრემიერის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მთავრობას დაეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში.

თაია არდოტელი