„ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს,“-ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ პრემიერ-მინისტრის მიმართ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული.
„ბატონო პრემიერო, ფაქტიურად მიმდინარეობს მე-3 მსოფლიო ომი, ვებრძვით ,,ბიოლოგიურ,, იარაღს ვირუსის სახით. კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს, სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან, ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები, პაციენტებს კლინიკის კორიდორებში უწევთ დაყოვნება, მედპერსონალის დეფიციტია, ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს, დააკვირდით ჩემი კოლეგების გადაღლილ თვალებს.
არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია:
შედეგად მივიღებთ მყისიერ ეფექტს:
მოგიწოდებთ ზემოხსენებული რეკომენდაცია დროულად გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები, ამავე დროს დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს. ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 საათის მანძილზე, ზოგიერთ შემთხვევაში, კი გადაბმულად 48 და 72 საათის მანძილზე თავგანწირულ შრომას ეწევიან, ბოლო თვეების მანძილზე გაუსაძლისია მათი ყოფა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიების გაცემის საშუალება სამწუხაროდ არ არის, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალი, იქნებ საშემოსავლო გადასახადებიდან მაინც გავათავისუფლოთ.
ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების, უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს. სამწუხაროდ, არსებობენ ერთეული, ხელმოცარული ,,სირცხვილის“ პოლიტიკოსები, ექიმების მიმართ არაადექვატური გამონათქვამებით, მაგრამ შექმნილი მძიმე ვითარების გამო პოლიტიკურ მოვლენებზე ,,ხელის შეწმენდა“ არამართებულად მიგვაჩნია, სამწუხაროდ მეტი წილი ბრალეულობა ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე და არაკომპეტენტურ მენეჯმენტზე მოდის. ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა, სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან. დამერწმუნეთ, დღეს ,,პეპერობანას“ თამაშის დრო არ არის. ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება,“-აღნიშნულია მიმართვაში.