„იძულებული ვართ გავუძლოთ, სხვა რა გზაა - ადამიანის სიცოცხლე ბევრად ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკა ან ბიზნესი“

„იძულებული ვართ გავუძლოთ, სხვა რა გზაა - ადამიანის სიცოცხლე ბევრად ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკა ან ბიზნესი,“ - ამის შესახებ, ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ადამიანის სიცოცხლე ბევრად ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკა ან ბიზნესი, ამიტომ ყველამ უნდა გავიჭირვოთ, იძულებული ვართ გავუძლოთ. სხვა რა გზაა. თუმცა, პატარა ეკონომიკა ვართ და ვფიქრობ ჩვენთვის ნაკლებ მტკივნეული იქნება, ვიდრე სხვებისთვის. მსხვილი და დიდი ეკონომიკებისთვის უფრო დიდი დარტყმა იქნება ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები. ჩვენ მაინც ზედაპირულად ვართ ამ მსოფლიო ქარიშხლებში, ტალღებში, ასე ვთქვათ ვტივტივებთ თუ კარგი შედარება გამომივიდა. ყველაზე სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში სამუშაო ადგილები შეჩერდება, არ დაიკარგება, თუმცა შეჩერდება,“-განაცხადა პაპაშვილმა.

თაია არდოტელი