სვანეთი National Geographic-ის 2021 წლის საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულებებს შორის მოხვდა

პოპულარულმა გამოცემა National Geographic-მა 2021 წლის საუკეთესო მიმართულებები დაასახელა.

გამოცემამ პლანეტის საუკეთესო მიმართულებები 5 კატეგორიად დაყო. ესენია- მდგრადი განვითარება, ოჯახთან ერთად მოგზაურობა, სათავგადასავლო, ველური ბუნება და კულტურა.

აღსანიშნავია, რომ National Geographic-ის სათავგადასავლო ტურიზმის კატეგორიაში საპატიო ადგილი სვანეთმა დაიკავა.

“სათავგადასავლო ტურიზმის კატეგორიაში მოხვდა საქართველოს კუთხე სვანეთი, რომელიც კავკასიის მთების ეპიკურ სალაშქრო მიმართულებას წარმოადგენს“-წერს CNN.

რაც შეეხება სხვა კატეგორიებსა და მიმართულებებს, სია ასე გამოიყურება:

მდგრადი განვითარება

  • ალონისოსი, საბერძნეთი
  • კოპენჰაგენი, დანია
  • ნიუ-კალედონია, საფრანგეთი
  • ფრაიბურგი, გერმანია
  • გაბონი, ცენტრალური აფრიკა
  • დენვერი, აშშ

ოჯახთან ერთად მოგზაურობა

  • ინგლისის სანაპირო ზოლი, გაერთიანებული სამეფო
  • ტრანსილვანია, რუმინეთი
  • Space Coast, აშშ
  • ჰორტობაგი, უნგრეთი
  • ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა

სათავგადასავლო

  • დომინიკა
  • სვანეთი, საქართველო
  • ლოს-გლაციარეს ეროვნული პარკი, არგენტინა
  • კატიმაის ეროვნული პარკი, აშშ

ველური ბუნება

  • Isle Royale, აშშ
  • იელოუნაიფი, კანადა
  • კორადო სავანა, ბრაზილია
  • Lord Howe კუნძული, ავსტრალია

კულტურა

  • გუამი
  • ნიუ-მექსიკო, აშშ
  • ბიტორია-გასტეიზი, ესპანეთი
  • გიეონგჯუ, სამხრეთ კორეა
  • ტულსა, აშშ
  • ტონგლუ, ჩინეთი
ბექა ბერიაშვილი