საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა“, - ნათქვამია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4426 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი 13 2368-მდე გაიზარდა.