როგორი იქნება მომავლის ურბანული სივრცეები?

უბრანიზაციის პროცესი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან ინდუსტრიულ განვითარებასთან ერთად დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით სასოფლო დასახლებებიდან ქალაქებში საცხოვრებლად გადასვლა მილიონობით ადამიანმა გადაწყვიტა.

გაეროს კვლევის მიხედვით, 2050 წელს მსოფლიოს მოსახლეობა 9.7 მილიონს მიაღწევს, საიდანაც 70% ქალაქში იცხოვრებს.

ცხადია, ურბანიზაციის ზრდას საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ახლავს თან: იზრდება ქალაქების მასშტაბები, მიმდინარეობს ქაოტური განაშენიანება, ბინძურდება ჰაერი, იქმნება უზარმაზარი საცობები და მრავალი სხვა.

დღესდღეობით ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ურბანიზაცია ამ ტემპებით გაგრძელდა, ქალაქებში ცხოვრება კიდევ უფრო ქაოტური და გაუსაძლისი გახდება.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარგი დაგეგმარებისა და საინტერესო პროექტების განხორციელების შემთხვევაში ურბანული სივრცეები შესაძლებელია საკმაოდ კომფორტული, ეკომეგობრული და ადამიანზე მორგებული გახდეს.

CNN გთავაზობთ ბოლო პერიოდის ყველაზე საინტერესო პროექტებს, რომლებიც ათობით სხვადასხვა არქიტექტორმა და დიზაინერმა შეიმუშავა.

pirveliiii-1606636000.png

სიონგ ანი, ჩინეთი

არქიტექტურულმა კომპანია Guallart Architects-მა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ქალაქი სიონგ ანი, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გაცილებით უფრო ეკომეგობრული გახდება. ქალაქში მდებარე თითოეული სახლის სახურავზე მზის პანელები მოეწყობა, რაც ქალაქს საჭირო ელექტროენერგიით მოამარაგებს. ამასთან, ქალაქში მწვანე სივრცეები მოეწყობა და ათასობით ხე დაირგვება.

meoreeeee-1606636283.png

კანკუნი, მექსიკა

იტალიურმა კომპანია Stefano Boeri Architetti-მ მექსიკის ქალაქ კანკუნის განვითარების გეგმა წარმოადგინა. იდეის მიხედვით, ქალაქში შენობების სახურავებზე მზის პანელები და მცირე ზომის ბაღები მოეწყობა. ამასთან, ქალაქის უმეტეს ნაწილში ხელოვნური არხები მოეწყობა, რომლებიც რეკრეაციულ ფუნქციას შეიძენს.

meotxeeeeeeeeeeee-1606636344.png

Net City, ჩინეთი

არქიტექტორების გეგმის მიხედვით, ჩინეთის ქალაქ Net City-ში ავტომობილები არ ივლიან და გადაადგილებას მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზრუნველყოფს.

mexuteeeeeeeeeee-1606636435.png

Eko Atlantic, ნიგერია

ნიგერიის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დედაქალაქ ლაგოსში საქმიანი ცენტრი Eko Atlantic შექმნას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციებს მოიზიდავს და რეგიონის ფინანსური ჰაბი გახდება.

ბექა ბერიაშვილი