ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.1%-ს შეადგენს.
„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, პირველი 10 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -5.1%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ.