რომელია ონლაინ-გამოძახების ლიდერი Top-10 კერძი საქართველოში

კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ნოემბრიდან რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ. კერძოდ, დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს წესი 2021 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს. შესაბამისად, ამ ბიზნესს იმ რეალობაში დაბრუნება მოუწიათ, რომელშიც პანდემიის პირველი ტალღის დროს აღმოჩნდნენ. იმ პეროდიდან მოყოლებული კვების ობიექტების ნაწილი დაიხურა, თუმცა ნაწილმა ადაპტირება მოახდინა და გამოძახების სერვისი აქტიურად აამუშავა.

მართალია, გამოძახების სერვისი ბიზნესისთვის ტრადიციული მომსახურების შეჩერებით მიყენებულ ზარალს ვერ დააკომპენსირებს, თუმცა ფაქტია, რომ მომხმარებლების ნაწილი კერძების ონლაინ-შეკვეთას უკვე შეეჩვია და აქტიურად იყენებს კიდეც.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ კერძს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში და რომელია ონლაინ-გამოძახების ლიდერი. გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცის დამფუძნებლის, რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენლის ქეთი კვიჭიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძახების ლიდერი სუშია. მისივე თქმით, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ონლაინ-შეკვეთებში აზიური სამზარეულო ლიდერობს.

ონლაინ-შეკვეთების ლიდერი კერძები:

  • სუში
  • ხინკალი
  • ნუდლსი
  • ქათმის ფრთები
  • პიცა
  • ბურგერი
  • შაურმა
  • ქაბაბი
  • ღომი და ყველი
  • ხაჭაპური