ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში, საქართველოში „რემდესივირი“ ხელმისაწვდომი იქნება.
ტიკარაძის განცხადებით, შემუშავდება ახალი პროტოკოლი, თუ როგორი გამოყენება ექნება აღნიშნულ პრეპარატს.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან იყო გარკვეული მითითებები, თუ როგორ უნდა გვეხელმძღვანელა ჩვენ „რემდესივირის“ პროტოკოლში შეტანასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მსჯელობა. დღეის მდგომარეობით, უკვე გავაფორმებთ ჩვენ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში „რემდესივირი“ იქნება ადგილზე. ასევე, თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობს. ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება და შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ტიკარაძემ.