ამ ეტაპზე მოპედები შეძენილი არ არის, თუმცა, ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან,- ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვას, როგორ იხარჯება მსოფლიო ბანკისგან აღებული 80 მილიონი ლარის ოდენობით სესხი, რომლიც განკუთვნილი იყო აღჭურვილობის და სასწრაფო დახმარებისთვის საჭირო ტექნიკისთვის, მათ შორის, მოპედებისთვის.
მინისტრის თქმით, შესყიდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიიღება.
„იქ განიხილება საჭიროებები და ის რაციონალური წინადადებები, რომელიც ორიენტირებულია კოვიდის მართვაზე. მხოლოდ მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება შენაძენს, თუ რა ეტაპზე ვართ, შესყიდვების 40-დან - 45 პროცენტამდე განხორციელებულია, დანარჩენზე არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ გაგრძელდება,“- განაცხადა ტიკარაძემ.