საქართველოს მთავრობის N699 დადგენილების მიხედვით, არასასურსათო პროდუქციის გაყიდვა დროებით შეჩერებულია: არ იყიდება ეს პროდუქცია 24 დეკემბრამდე - ასეთი წარწერები დახვდათ მომხმარებლების „სუფთა სახლში“ საახალწლო პროდუქციის დახლთან.
თუმცა ეს ყველაფერი არაა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „სუფთა სახლში“ განუცხადეს, ქსელში ვერ შეიძენთ ვერც ჭურჭელს, ვერც საკანცელარიო საქონელს, ვერც წვრილმან ტექნიკას და ვერც ტრიკოტაჟს - ეს კომპანიას აკრძალული აქვს.
ანალოგიური წესები მოქმედებს სუპერმარკეტების ქსელებშიც. სუპერმარკეტს, რომელიც საკვებთან ერთად, სხვა პროდუქციასაც ყიდის, მაგალითად, სამზარეულოს დანას, ახლა მას ვეღარ გაყიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება.